31 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3956 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4009 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.53 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8103 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8110 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6794 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1416 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 აგვისტოდან შევა ძალაში.