თურქი მსახიობი ბურაქ ოზჩივიტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალიან პოპულარულია, კომპანია Emaar-ის სარეკლამო სახე გახდა.
Emaar-ის მფლობელი კი დუბაის ემირი ალ მაკტუმია. გარიგების მიხედვით, სარეკლამო რგოლში, რომელიც 2 დღეს გასტანს ბურაქ ოზჩივიტი 5 მლნ თურქულ ლირას, ანუ 1,4 მლნ დოლარს მიიღებს. თავად სარეკლამო რგოლი კი 1 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სატელევიზიო სივრცეში იტერიალებს.
ბურაქ ოზჩივიტს ამ დროისათვის ფილმის «ჩემი ძმა 2“-ის გადაღებებიდან შესვენება აქვს და ამიტომ განრიგის მიხედვით 3 თავისუფალი დღეს გამოინახა.