აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მლნ ბარელით ანუ 1,5%-ით შემცირდა და შეადგინა 483,4 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1 მლნ ბარელით ანუ 0,4%-ით და შეადგინა 230,2 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,9 მლნ ბარელით ანუ 1,2%-ით და შეადგინა 149,6 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.