ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის შეფასებით, რუსეთში დემოკრატია "ფოლადის ხაფანგშია". ამის შესახებ ინფორმაციას "რეგნუმი" ავრცელებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ავტორიტარული მმართველობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთშიც, სამოქალაქო აქტივობას, რომელიც დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია, "ფოლადის ხაფანგში" აქცევს. ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა კრაკოვში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველების და ჟურნალისტების მკვლელობები არცერთი საქმე გახსნილი არ არის.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანის შეფასებით, რუსეთის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნის, როგორც ეს ხდება ჩინეთში, ზიმბაბვეში, ეგვიპტეში, ირანში და ვენესუელაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პოლონეთში აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. ის დღეს ბაქოსა და ერევანს ეწვევა, ხვალ კი ჰილარი კლინტონს თბილისში ელოდებიან.