ავიაკომპანია Air France-KLM უახლოეს პერიოდში Virgin Atlantic-ის აქციათა 31%-ს გამოისყიდის. გარიგების ღირებულება 245 მლნ ევროს შეადგენს. იმავდროულად ბრიტანული ავიაგადამზიდავი დამოუკიდებლად გააგრძელებს ოპერირებას და ასევე შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდს.
უნდა აღინიშნოს, რომ Virgin Atlantic-ის აქციათა 49%-ს ამერიკული ავიაკომპანია Delta Airlines-ი ფლობს, რომელმაც Air France-თან, KLM-თან და Alitalia-თან ერთად ერთობლივი საწარმო შექმნა.