„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერებისა და მოიჯარეების აქციის პარალელურად, პროკურატურის შენობასთან „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. მოვაჭრეები ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას და ამბობენ, რომ მათი ქონების დაცვა დირექტორისა და დაცვის სამსახურის ვალდებულება იყო.
როგრც მოვაჭრეები აცხადებენ, აქცია რომელიც ერთი კვირაა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მანამდე არ დაიშლება, ვიდრე ზარალს სრულად არ აუნაზღაურებენ.
”პირადად მაჭავარიანს ხელს ვერ ვადებთ, მაგრამ პირველი მოთხოვნა მას წავუყენეთ, რადგან ჩეკს მათ ვაძლევდით, ჩვენი ქონება ებარათ მაგათ. დღე ჩვენ ვიცავდით და ღამე უნდა დაეცვათ დაცვას და დირექციას. ამიტომ პირველი დამნაშავეები არიან დაცვიდან დაწყებული დირექტორამდე. მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას”,- აცხადებს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრე, ლია ვასაძე.
ამავდროულად, "ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები და მოიჯარეები იუსტიციის სამინისტროსთან დაკავებული დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის გათავისულებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მაჭავარიანი უდანაშაულოა, რადგან უსაფრთხოების წესები, რასაც მას გამოძიება ედავება, დაცული იყო და თუ სავაჭრო ცენტრის დაწვაში მაჭავარიანია დამნაშავე, მაშინ ასეთივე დამნაშავეები ისინიც არიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გუშინ დააკავა.
ფოტო: საზოგადოებრივი