აზერბაიჯანსა და იაპონიას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა იგეგმება. ამ მიზნით ბაქოში აზერბაიჯანისა და იაპონიის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.
როგორც აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, მოლაპარაკებისას აზერბაიჯანსა და იაპონიას შორის რეგურალური რეისების დანიშვნის საკითხების განხილვა მოხდა.
აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ ასევე აზერბაიჯანული და იაპონური ავიაკომპანიების წარმომადგენლებიც.