საქართველოს ავიაბაზარზე მოქმედი 47 ავიაკომპანიიდან (სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტში) 4 Low Cost კომპანიაა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს ბაზარზე 4 „ლოუკოსტერი“ და 5 „ლოუკოსტ“ ტარიფი მქონე ავიაკომპანია დაფრინავს.
თუმცა მალე „ლოუკოსტერ“ კომპანიების ჩამონათვალს აზერბაიჯანული Buta Airways-იც დაემატება, რომელმაც ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიების ჩამონათვალი და მათ მიერ განხორციელებული რეისები ასე გამოიყურება:
დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები
Air Arabia Jordan:
ამანი-თბილისი-ამანი კვირაში 2 სიხშირე;
Air Arabia:
შარჟა-თბილისი-შარჟა კვირაში 14 სიხშირე;
შარჟა-ბათუმი-შარჟა კვირაში 3 სიხშირე;
Pegasus:
სტამბული-თბილისი-სტამბული კვირაში 9 სიხშირე
Wizz Air:
ქუთაისი-ბერლინი-ქუთაისი კვირაში 3 სიხშირე;
ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტი კვირაში 2 სიხშირე;
ვარშავა-ქუთაისი-ვარშავა კვირაში 3 სიხშირე;
ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი კვირაში 2 სიხშირე;
ქუთაისი-დორტმუნდი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე;
კატოვიცე-ქუთაისი-კატოვიცე კვირაში 2 სიხშირე;
ქუთაისი-მემინგენი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე;
ქუთაისი-მილანი-ქუთაისი კვირაში 3 სიხშირე;
ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე;
ქუთაისი-ლონდონი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე;
ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე.
ავიაკომპანიები, რომლებთაც სატარიფო სქემაში Low Cost ტარიფია გათვალისწინებული
Flydubai:
დუბაი-თბილისი-დუბაი კვირაში 24 სიხშირე;
დუბაი-ბათუმი-დუბაი კვირაში 3 სიხშირე;
Ukraine International Airlines:
კიევი-თბილისი-კიევი კვირაში 14 სიხშირე;
კიევი-ქუთაისი-კიევი კვირაში 7 სიხშირე;
ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიე კვირაში 2 სიხშირე;
Air Baltic
რიგა-თბილისი-რიგა კვირაში 5 სიხშირით.
Atlasglobal:
სტამბული-თბილისი-სტამბული კვირაში 9 სიხშირე.
LOT
ვარშავა-თბილისი-ვარშავა კვირაში 7 სიხშორე