საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, 28 ივლისს ფინანსთა სამინისტროში მეოთხე შეხვედრა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროში 18:30 საათზე დაიწყება.
საჯარო ლექცია, ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფინანსთა სამინისტროს Facebook გვერდის მეშვეობით და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოაგზავნონ მათთვის საინტერესო შეკითხვები კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.
საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროში სამი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ჯამში, 500-ზე მეტი მსურველი დაესწრო.