აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. კლინტონს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი დახვდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჩი" იუწყება.
როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანის პრეიზდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. დღესვე კლინტონი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაემგზავრება, ხვალ კი თბილიში ჩამოვა.