მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია „ბიზნესი კლავს - სახელმწიფო ითვლის“ მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორია პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა • Youth GTUC.
ისინი ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა ადამიანი შრომის უსაფრთხო პირობებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ 25 და 26 ივლისს მშენებლობაზე 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.