ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ფრანგული ჰიპერმარკეტი „კარფური“ და ამერიკული რესტორნები „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ იწყებს ფუნქციონირებას.
ახალი ობიექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაათვალიერა.
"ვისოლ ჯგუფმა" ობიექტის მშენებლობისთვის 10 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრი ჯამში 10,015 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის 5,754 კვ.მ-ზე სავაჭრო მოლის შენობა განთავსდა.
წელს სავაჭრო ცენტრში სულ 22 საერთაშორისო და ქართული ბრენდი განთავსება იგეგმება. „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ბათუმში ახალგახსნილი რესტორნები ქართულ ბაზარზე „ვენდის“ მე-10, ხოლო „დანქინ დონატსის“ მე-19 ობიექტია.
ამ ეტაპზე ცენტრში 200-მდე ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა სამომავლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების მაღაზიების გახსნის შემდეგ გაიზრდება.