კიევის/ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტმა ირლანდიურ „ლოუკოსტერ“ Ryanair-თან თანამშრომლობაზე უარი, თავად ავიაკომოპანიის მოთხოვნების გამო თქვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება კიევის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა დენის კოსტრაჟევსკიმ გააკეთა.
„ავიაკომპანიამ კიევის აეროპორტს თავისი წინადადებებით მიმართა: საწყის ეტაპზე, არსებულ ტარიფთან შედარებით გაკეთებულიყო 80%-იანი ფასდაკლება. ჩვენ ავუხსენით, რომ თვითღირებულება ასეთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ იძლევა.
ჩვენ თვითღირებულება მგზავრზე 25 დოლარი გვაქვს, საიდანაც 12 დოლარი ხელფასია, ხოლო ირლანდიელები 7 დოლარს ითხოვდნენ.
შემდეგ მათ მგზავრზე შემოგვთავაზეს 12 დოლარი, მაგრამ ჩვენ უარი განვაცხადეთ. ვფიქრობ, რომ ისინი ფასს კიდევ მოუმატებდნენ.
მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში „ბორისპოლის“ აეროპორტი 7 დოლარით გამოჩნდა. როდესაც ჟულიანის აეროპორტის ხელმძღვანელობამ შეიტყო, რომ Ryanair-ი „ბორისპოლიდან“ ფრენებს გეგმავდა, ჩვენ კოლეგებს წარმატებები ვუსურვეთ და ხაზი გავუსვით, რომ კარგი იქნება თუ კი აეროპორტი უახლოეს ხანებში არ გაკოტრდებოდა.
შეუძლებელია აეროპორტში მგზავრს 7 დოლარად მოემსახურო, როდესაც თვითღირებულება მგზავრზე 25 დოლარია“, განაცხადა კიევის/ჟულიენის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა.