პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა • Youth GTUC- ს ორგანიზებით დღეს, 17:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის -„ბიზნესი კლავს - სახელმწიფო ითვლის“ ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპექციაა.
„დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. (25.07.2017) თბილისში სახლის დემონტაჟისას 1 მუშა გარდაიცვალა და 4 დაშავდა (26.07.2017) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მართავს საპროტესტო აქციას ქმედითი შრომის ინსპექციის მოთხოვნით. მოგმართავთ თხოვნით ხვალ (27 ივლისს) მობრძანდეთ მთავრობის კანცელარიასთან 17:00 საათზე და ერთად მოვითხოვოთ ქმედითი შრომის ინსპენქცია“, - წერენ აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.