„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მიერ დაზღვეული პირები ავიაკომპანია Atlasglobal-ის ქსელში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. „გლობალ ბენეფიტსს ჯორჯიასა“ და ავიაკომპანია „Atlasglobal-ის თანამშრომლობის საფუძველზე, ორივე კომპანიის მომხმარებელი განხვავებული, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში» დაზღვეული პირები, სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისების მიღების გარდა, Atlasglobal-ის ქსელში ავიაბილეთის შეძენას სპეციალური ფასით შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ Atlasglobal-ის საშუალებით, მწოლიარე მდგომარეობაში სამგზავრო თვითმფრინავით მგზავრის გადაფრენა გახდება შესაძლებელი.
კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიის „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ და შპს „ატლას გლობალ ჯორჯიას“ კომერციულმა დირექტორმა, თამარ თანდაშვილმა მოაწერეს.