26 ივლისს, ტელეკომპანია იმედის, გადაცემა “იმედის დღის” პირდაპირ ეთერში გაიმართა “Elite Model Look Georgia 2017”-ის დაჯილდოება.
17 გოგონა და 13 ვაჟი კონკურსანტი ბაბილო მიუზიკ ჰოლში წარსდგნენ ელიტის წარმომადგენელის, ჯენიფერ მეის წინაშე, რომელმაც თავად დაასახელა გამარჯვებული გოგონა და ვაჟი.
გოგონებს შორის საუკეთესო დამწყებ მოდელად დასახელდა 14 წლის ანა ფურცხვანიძე.
აგრეთვე შეირჩა გოგონათა ტოპ-5-ეული:
- ანა ფურცხვანიძე
- ნინა მამულაშვილი
- ნინუცა ურუშაძე
- მარი ცუკილაშვილი
- ნინი ხიზანეიშვილი
კონკურსის შედეგად ვაჟებს შორის გამარჯვებულად დასახელდა 17 წლის საბა ჭანუკვაძე
და დასახელდა ვაჟების ტოპ-5-ეული:
- საბა ჭანუკვაძე
- გიგა ფაჩულია
- დაჩი ლოლუა
- ალეკსანდრე კაკაბაძე
- ნიკა ნასრაშვილი
წელს “Elite Model Look Georgia 2017”-ის გამარჯვებულები 26 ნოემბერს გაემგზავრებიან იტალიის ქალაქ მილანში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ფინალზე.
Elite Model Look-ის შესახებ
პროექტი “Elite Model Look Georgia” გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსის “Elite Model Look”-ის შესარჩევი ტური საქართველოში. “Elite Model Look”-მა აღმოაჩინა მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები, როგორებიც არიან: ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი,
ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროზიო, ადრიანა ლიმა და სხვები.
“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს მიაღწიონ წარმატებას უმოკლესი გზით, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 700 000 მსურველი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალის გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო “Elite Model Management”-თან და სოლიდური საპრიზო ფონდი.
Elite Model Look-მა საქართველოში წინა წლებში (2007-2015) აღმოაჩინა: თამარ შედანია, ანა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა, მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია, ლუკა ჯაჯვანი, ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტის მხარდამჭერები არიან: კიკალა-სტუდიო, სარეკლამო კომპანიები “მაქსპრომი” და კოლიბრი, სილამაზის აკადემია “ნატალი”, მაღაზია კოტონი, სავაჭრო ცენტრი ჯი თი სი,
პროექტის მედია პარტნიორებია: TV პირველი, ტელეკომპანია “იმედი”, მიუზიკ ბოქსი, რადიოები ფორტუნა+ და ავტორადიო, ინტერნეტ მხარდაჭერა - საინფორმაციო სააგენტო ჯი ეიჩ ენი და ინფო 9.