FlyUIA სასამართლოს ძალით ავიაკომპანია Ryanair-სა და ლვოვის აეროპორტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა გააკეთა.
მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავიაკომოპანიის მოთხოვნები გაასაჯაროვა, რომელიც FlyUIA-ს მიერ კიევის სასამართლოშია წარდგენილი.
„გუშინ მივიღე ინფორმაცია FlyUIA-ს სარჩელების შესახებ. პირველია გაუქმდეს ხელშეკრულება Ryanair-სა და ლვოვის აეროპორტს შორის. მეორე- აეკრძალოს სასამართლოს Ryanair-ის სასარგებლო ქმედებები და მესამე: ტორტზე ბოლო შტრიხი - Ryanair-ის შესაძლო შემოსვლის გამო FlyUIA-ს ფასების დაწევა მოუხდა და ამ ფონზე ზარალი განიცადა.
ამიტომ „ეროვნული“ ავიაკომპანია სასამართლოს სთხოვს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მას „დაკარგული“ 10 მლნ გრივნა აუნაზღაუროს, აცხადებს მინისტრი.