ლიტვის რესპუბლიკაში, გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ოფიციალური შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრ კესტუტის ნავიჩკასა და მინისტრის მოადგილე მარტინას ნორბუტასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიტვაში საქართველოს სელჩოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ვიზიტი მიზნად ისახავს ტყის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას. მხარეებმა იმსჯელეს ლიტვის სატყეო პოლიტიკაზე, სატყეო მეურნეობის მართვის სტრუქტურაზე, სახელმწიფო ტყეების გენერალური დირექტორატის ფუნქციებსა და საქართველოს სატყეო სექტორში არსებულ გამოწვევებზე. პროექტის ფარგლებში, ლიტვა/უნგრეთის კოსორციუმთან ერთად ქართული მხარე მომდევნო 18 თვის განმავლობაში მოხდება ტყის მდგრადი მართვის პრაკტიკის გაზიარება, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ქართველი სპეციალისტების შესაძლობლობების გაძლიერება და ტყის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტი 5 დღეს გასტანს და დაგეგმილია შეხვედრები, სატყეო მეურნეობებისა და დაცული ტერიტორიების მონახულება.