ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში.
23%-ს კი მიაჩნია, საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში.
კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 6%-მა, პასუხზე უარი 1%-მა განაცხადა, ხოლო 8% არც ევროკავშირში და არც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე არ არის.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.