ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად,
ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 50% სამუშაო ადგილებს ასახელებს.
კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი გამოკითხულთა 31% სიღარიბეს მიიჩნევს, 30% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს, 28% ფასების ზრდას, 25% ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებას, 22% პენსიას, 16% ხელფასებს, 11% რუსეთთან ურთიერთობას, 11% ადამიანის უფლებებს, 6% სამართლიანობის აღდგენას, 6% სამართლიანი არჩევნებს, 5% სიტყვის თავისუფლებასა და ნატო-ში გაწევრიანებას, 4% სასამართლო სისტემას, ევროკავშირში გაწევრიანებას და კრიმინალს გამოკითხულთა 3 %.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.