ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის განვითარებისა და პოლულარიზაციისმიზნით პროექტ „გაიცანისაქართველოს“ აგრძელებს. ამჯერად "გაიცანისაქართველოს" მედიატურის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სნოსა და ყაზბეგში-სამომლოცველო ტური მოეწყო.
ჟურნალისტბმა რუსეთ-საქათველოს საზღვართან მდებარე დარიალის მამათა მონასტერი მოინახულეს. მთავარანგელოზთასახელობის ეს ტაძარი დარიალის ხეობაში, საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსიპატრიარქის კურთხევით 2011 წელს გაიხსნა. კლდეში გამოკვეთილი ეს ტაძარი ყველა შემომსვლეს ახსენებს, რომ ამადგილიდან მართლმადიდებლური ქვეყანა იწყება.
ასევე ზღვის დონიდან 2 ათას 200 მეტრზე მდებარე გეგრგეთის სამების ეკლესია და სიონის კომპლეკსი დაათვალიერესსადაც 12 საუკუნის ეკლესია განთავსებული.
პილიგრიმული ტურის ბოლოს მედიატურის წარმომადგენლები სოფელ სნოში გაჩერდნენ. სოფელი სადაც პატრირქიდაიბადა და მთელი ბავშვობა გაატარა. სწორედ უწმინდესის კურთხევით დღეს მისი სახლის ეზოში სატუმრო „სნო“დგას,რომლის გახსნასაც ჟურნალიტები დაესწრნენ