პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლების უწყების ახალი ხელმძღვანელი ვერა ქობალია წარუდგინა.
როგორც გილაურმა განმარტა, ვერა ქობალია იქნება ის მინისტრი, რომელიც სამინისტროს რამდენიმე წელი უხელმძღვანელებს.
"ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ძალიან ბევრი მინისტრი გამოიცვალა. თუმცა ვერა იქნება ის მინისტრი, რომელიც ამ უწყებას რამდენიმე წელი უხელმძღვანელებს. დასამლი არ არის, რომ სამინისტროს ორი ძირითადი პრობლემა აქვს. ეს არის ინვესტიციების შემოდინება და პრივატიზაცია. ამიერიდან ვერა ქობალიას ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს ამ პრობლემების გადაწყვეტა. ის ამ პოსტზე იმიტომ დაინიშნა, რომ კარგად ესმის ინვესტორების ენა", _ განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, ქობალია შეეცდება ეკონომიკის მაღალი ტემპი შეინარჩუნოს და გაზარდოს ბიზნესაქტივობა. იმავდროულად ქვეყანაში შემოიტანოს ახალი ინვესტიციები და ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას.