ავიაკომპანია Air France-მა მილენიალებზე ორიენტირებული შვილობილი ავიაკომპანია Joon-ი წარმოადგინა, რომელიც საშუალომაგისტრალურ ფრენებს შარლ დე გოლის აეროპორტიდან 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყებს, ხოლო გრძელმაგისტრალური ფრენების შესრულებას კი 2018 წლის გაზაფხულიდან შეუდგება.
Air France ხაზგასმით აცხადებს, რომ Joon-ი „ლოუკოსტერი“ არ იქნება. „ჩვენ ვქმნით 18-დან 35 წლამდე ადამიანებზე დიზაინითა და ბრენდის სტილით ორიენტირებულ ავიაკომპანიას“, აცხადებენ Air France-ში.