თურქეთის მიწისძვრის შემდეგ. საბერძნეთის კუნძულ კოსზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია.
წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა.









