ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელლის, თამთა მიქელაძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემა პოლიტიკური ნაბიჯი იყო.
მისივე თქმით, საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება სწორედ შს სამინისტროს მიერ იქნა მოპოვებული.
„პროკურატურისთვის საქმის გადაცემა უკვე გვიანია, რადგან საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება სწორედ შს სამინისტროს მიერ იქნა მოპოვებული და ამგვარად, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი ისედაც ეჭვქვეშ დგას. მათ შორის, ამ ადამიანების გათავისუფლება, ძალიან გვიან ამ საქმის პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა იყო არსებითად პოლიტიკური ნაბიჯი,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ.