რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონპროექტს, რომელიც ავიაკომპანიებს შესაძლებლობას მისცემს მგზავრებს უფასო ბარგზე უარი უთხრან.
საქმე ეხება ისეთ ავიაბილეთებს, რომელთა დაბრუნების შემთხვევაში მგზავრს თანხა არ უბრუნდება. თუ დუმამ კანონპროექტი მიიღო, საბოლოო გადაწყვეტილება ავიაგადამზიდველებზეა. დაბრუნების ბილეთებზე წესი არ შეიცვლება (ერთ მგზავრზე არანაკლებ 10 კგ), ისევე როგორც ხელბარგზე. კანონპროექტის მიხედვით, ავიაკომპანიები ვალდებულნი იქნებიან მგზავრებს აცნობონ, რომ დაუბრუნებელი ტარიფის შემთხვევაში ბარგის საფასურის გადახდა დამატებით მოუწევთ - მგზავრობის დოკუმენტების საბოლოო გაფორმებამდე. თუ მგზავრი ბილეთის შეძენაზე უარს იტყვის, გადამზიდავს შესაძლებლობა აქვს შეწყვიტოს გადაზიდვა ცალმხრივად.
კანონპროექტმა მესამე მოსმენაც უნდა გაიაროს დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი განსახილველად ფედერაციის საბჭოს გადაეცემა რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ინიციატივას მხარს რამოდენიმე გადამზიდავი მათ შორის Aeroflot-იც უჭერს.