მცველი რობოტი K-5, რომელიც ორიენტირებულია დანაშაულის გამოვლენასა და მის აღმოფხვრაში და რომელიც ვაშინგტონის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, შადრევანში ჩავარდა.
„ვაშინგტონის ოფისში გამოჩნდნენ მცველი რობოტები, მაგრამ ის ჩაიძირა. ჩვენ დაგვპირდნენ მფრინავ მანაქნებს, მაგრამ სანაცვლოდ მივიღეთ რობოტები, როემლიც იძირება“, დაწერა ჩაძირული რობოტის ფოტოს ქვეშ მომხმარებელმა @bilalfarooqui. ამ პოსტმა მალევე 183 ათასი „ლაიკი“ დააგროვა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რობოტი შადრევანთან თავად მივიდა და შემდგომ ჩაძირვა დაიწყო. ის წყალში არავის არ „გადაუგდია“.

კომპანია Knightscope-ში, რომელმაც ეს რობოტი შექმნა, განაცხადეს, რომ ეს მათ ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ექსპერტები კომპანიას სიტუაციის კარგად შესწავლას და შემდგომ სისტემის ოპტიმიზაციისკენ მოუწოდებენ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ დაფიქსირდეს.
ჩაძირული მოწყობილობის ბედი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ადრე მცველმა რობოტმა Knightscope K5, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, მთავარი წესი დაარღვია და ბავშვს თავს დაესხა და მას ფეხი დააბიჯა.