22 ივლის ქალაქ ფოთის ”ფაზისობის” დღესასწაულის დროს ჩატარდება საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით ”ქალაქის საგანძური”.
კვესტის ჩატარების დრო: 11:00 -16:00. „ფაზისობის“ დღესასწაულის დრო: 10:00-23:00
ჩატარების ადგილი: ქალაქი ფოთი (თამაშის ჩასატარებლად არჩეულ იქნა კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორია, მალთაყვას სანაპირო ზოლი, ქალაქის ქუჩები და ღირშესანიშნაობები).
”ფაზისობა” - ეს არის მრავალწლიანი დღესასწაული, მაგრამ 2017 წელს ის ჩატარდება სრულიად ახალ ფორმატში, რომელიც მოიცავს როგორც თვით ზეიმსაც, აგრეთვე საერთაშორისო ქვესტს (თამაშს). ამაში მდგომარეობს მიმდინარე წუთის თავისებურება და მისი განუმეორებლობა. კვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. თამაში არის სათავგადასავლო და შემეცნებითი, საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. რეგისტრაცია უფასოა. თამაში შეიძლება ინდივიდუალურად და მეგიბრების/ოჯახის/თანამშრომლების ჯგუფებით.
ფაზისობა 2017 წელს, ეს არის კარგად მოფიქრებული პროგრამა, საგანმანათლებლო კონფერენცია, გამოფენები, ფლეშმობები, კონცერტები. ყველაფერი მიმართულია ქალაქ ფოთის სტრატეგიის შესასრულებლად - გადაიქცეს საინტერესო ტურისტულ ქალაქად შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქ ფოთში „ფაზისობის“ დროს მცხოვრებთა და სტუმართა მოსალოდნელი რაოდენობა: 5000-7000 (კვესტის მოთამაშეები კი 200-500 ადამიანი).
დღესასწაული ”ფაზისობა” და თამაში ”ქალაქის საგანძური” ტარდება ქალაქ ფოთის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით. პროექტი ტარდება საქართველოსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გარემოს დაცვის სააგენტოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხარდაჭერით. თექნიკურ მხარეს უზრუნველოფს კომპანია ბიმობაილი.