საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის პარალელურად ,,ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ხელისუფლებიდან მათთან სასაუბროდ არავინ მისულა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საბანკო ვალდებულებების გადავადება და საბანკო პროცენტების ჩამოჭრაა. როგორც ისინი განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ბიზნესი აღარ აქვთ და რაც გააჩნდათ ყველაფერი დაეწვათ, საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას ვერ ახერხებენ.