აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობს, დელაგაციის ხელმძღვანელებთან ერთად, გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციათა ხელმძღვანელები, აგრეთვე იმყოფებოდნენ მარადიული ცეცხლის მემორიალთან "შეჰიდების ხეივანში", სადაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.