„ლოუკოსტერი“ Wizz Air-ი 29 ოქტომბრიდან ხელბარგის გადაზიდვის პოლიტიკას ცვლის. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 29 ოქტომბრიდან ავიაბილეთის ტარიფს ხელბარგის ღირებულებაც დაემატება.
29 ოქტომბრამდე - ცალმხრივი ავიაბილეთის ფასში შედის გადასახადები, ადმინისტრაციული და სხვა არანებაყოფლობითი საკომისიოები, ასევე მცირე ხელბარგი (მაქს.: 42x32x25 სმ). დიდი ზომის ხელბარგი და რეგისტრირებული ბარგის ყოველი ერთეული დამატებითი მოსაკრებლის გადახდას ექვემდებარება. ფასი ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება wizzair.com-ის, WIZZ მობილური აპის ან ჩვენი საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით. ადგილების რაოდენობა მითითებული ფასებით შეზღუდულია.
29 ოქტომბრის შემდეგ - ერთი მიმართულებით მგზავრობის ფასში შედის გადასახადები, ადმინისტრაციული და სხვა სახის არანებაყოფლობითი მოსაკრებლები, ასევე ხელბარგის ღირებულება (55 x 40 x 23 სმ, მაქს. 10 კგ).რეგისტრირებული ბარგის ყოველი ერთეული დამატებითი მოსაკრებლის გადახდას ექვემდებარება ფასი ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება wizzair.com-ის, WIZZ მობილური აპის ან ჩვენი საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით. ადგილების რაოდენობა მითითებული ფასებით შეზღუდულია.