დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 1539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 34.4 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 474.1 მლნ. აშშ დოლარი (61.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1065.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38.4 პროცენტი და იმპორტში 29.7 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 27.0, 31.0 და 25.8 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25.1 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივნისში 23.7 პროცენტი).