აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რადუ ლივიუჰორუმბასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული თანამშრომლობისგაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ტურიზმის განვითრებისსაკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ქალაქების კონსტანცასა და ბათუმის დამეგობრებას. ელჩმა მზაობა გამოთქვა რუმინეთის სხვაქალაქებთან ურთიერთანამშრომლობაზეც. აღნიშნა, რომ რუმინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნიათ. კერძოდ, ბათუმიშეიძლება გახდეს სატრანზიტო კორიდორი ევროპასა და აზიას შორის.
,,ჩვენ ერთად ვქმნით ხიდს, რომლეიც გვაერთიანებს და ერთად მუშაობით შეგვიძლია ვიქცეთ ევროპისთვის აზიასი გსასვლელ ფანჯარად. ჩვენს ქვეყნებს ბევრად მეტი საერთო აქვთ და გაცილებით მეტი ღრმა ურთიერთობებია შესაძლებელი“-აღნიშნა რუმინეთის ელჩმა რადულივიუ ჰორუმბამ.
მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას არსებული ინიციატივებისგანსახორციელებლად.
რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებშეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა (2014 წლის 3 ივლისი). 2013-2016 წლებში საქართველოში რუმინეთის საელჩო ასრულებდანატო-სთან საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას. რუმინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) საქართველოში მონიტორთაყველაზე დიდი რიცხი ჰყავს - 27 მონიტორი.