ავიაკომპანია Ryanair-ი მზადაა უკრაინის ბაზარზე შესასვლელად მოლაპარაკებები გაანახლოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მინისტრ ვლადიმირ ომელიანზე დაყრდნობით გაავრცელა.
„გუშინ მე ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. ისინი მზად არიან მოლაპარაკებები განაახლონ, მხოლოდ ერთი პირობით: თუ ეს მოლაპარაკებები მართლაც რეალური მოლაპარაკებები იქნება.
ბორისპოლის აეროპორტთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არ წარმოებულა. იყო მხოლოდ საჯარო მზაობა აეროპორტის ხელმძღვანელობის მხრიდან.
ვიმედოვნებ, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ეს მოლაპარაკებები ბოლომდე იქნება მიყვანილი“, აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელმა პაველ რიაბიკინმა განაცხადა, რომ მზადაა Ryanair-თან დიალოგისთვის.