2017 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 283.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (17.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.
2017 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მლნ აშშ დოლარისა (35.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.