"ვმო-ში გაწევრიანება რუსეთის დემოკრატიის წესების დაცვას აიძულებს", ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას ეხება.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს კანონის დაცვას, კორპორატიული მმართველობის გაუმჯობესებას, გამჭვირვალეობას და "გახდება იმპულსი დემოკრატიული უფლებების ნორმების მკაცრი დაცვისთვის".
აშშ კვალვაც მხარს დაუჭერს რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და არ დამალავს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებით გამოწვეულ შეშფოთებას.
"აშშ-ს მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს რუსეთს და მის ჩამოყალიბებას დემოკრატიულ და ღია პარტნიორად", - ნათქვამია მოხსენებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ დაეხმარება რუსეთის ხელისუფლებას და საზოგადოებას.