15 ივლისს, 12:00 საათზე, სავაჭრო ცენტრში “ჯი თი სი” “Elite Model Look Georgia 2017”-ის ნაციონალურ კასტინგს უმასპინძლებს. კასტინგში მონაწილეობა შეუძლიათ გოგონებს
14-დან 22 წლამდე ( სიმაღლე: მინიმუმ 170 სმ) და ვაჟებს 14-დან 22 წლამდე (სიმაღლე: მინიმუმ 180 სმ).
კასტინგის შედეგად შეირჩევიან კონკურსანტი გოგონები და ვაჟები, რომლებიც ინტენსიურად მოემზადებიან 2 კვირის გნმავლობაში და წარსდგებიან წარმომადგენლობითი ჟიურის წინაშე.
26 ივლისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულებს გამოავლენს და დაასახელებს თავად ელიტის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც ამ მისიით ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში.
“Elite Model Look Georgia” უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ტარდება საქართველოში კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენელის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
Elite Model Look -ი ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი.
“Elite Model Look Georgia” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე დ ა დაიკავოთ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.
“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.
ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.
წინა წლების Elite Model Look Georgia 2007-2016-ს გამარჯვებულები არიან:
თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა, მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი, ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია საიტზე www.elitemodellook.ge