ინდოეთის მთავრობამ წამგებიანი ავიაკომპანია Air India-ს გაყიდვა გადაწყვიტა. ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვალი 8 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ამ დროისათვის კომპანიის საბაზრო ღირებულებას შეესაბამება.
როგორც აუდიტის შედეგებიდან ირკვევა, კომპანიამ 2012-2015 წლებში მლრდ დოლარის ვალი დააგროვა.
ინდოეთის მთავრობა Air India-ს პრივატიზაციას ადრეც გეგმავდა, თუმცა არ გამოუვიდა.
ჯერ კიდევ 2001 წელს ინდოეთის მთავრობამ Air India თითქმის Tata Group-სა და Singapore Airlines-ს მიყიდა, თუმცა ბოლო მომენტში Singapore Airlines-მა გარიგების დადება გადაიფიქრა.
ამ დროისათვის Tata და Singapore Airlines-ი ავიაკომპანია Vistara-ს ფლობენ, ასევე Tata-ს მფლობელობაშია ავიაკომპანია Air Asia.
ინდური მედიის ინფორმაციით, მთავრობა ავიაკომპანიის გასხვისების 3 ვარიანტს ამუშავებს, ესაა ავიაკომპანის წილის 100%-იანი, 74%-იანი და 51%-იანი გასხვისება.
Air India-თან ერთად იგეგმება მისი შვილობილი 5 კომპანიის: Air India Charters Ltd, Air India Transport Services Ltd, Air India EngineerinG Services Ltd, Hotel Corporation of India და Alliance Air, გასხვისებაც.

ინდური მედია არ გამორიცხავს, რომ Air India-ს შეძენით Tata Group-ი ისევ დაინტერესებული იყოს.
ირკვევა ისიც, რომ Air India-ს ყიდვა სურს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-საც.