სამშენებლო ბიზნესის ქართველი წარმომადგენლები გერმანიაში ენერგო-ეფექტურ ტექნოლოგიებს და სამშენებლო მასალებს გაეცნობიან. პროექტის მიზანია სამშენებლო სექტორში მოღვაწე ქართული და გერმანული კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობა.
დელეგაციის წევრები მოინახულებენ გერმანულ წამყვან კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო მასალებს, კოდიცირების, გათბობის და ვენტილაციის სისტემებს აწარმოებენ, ასევე გაეცნობიან მზის კოლექტორებისა და ენერგო-ეფექტურ სამშენებლო მასალების გამოყენების ფუნქციონალურ მხარეებს. პროექტი ხორციელდება გერმანიის ავტონომიური ოქლის, ბავარიის ეკონომიკის, მედიის, ენერგეტიკის და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ. ქართული მხრიდან თანაორგანიზატორია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV). ქართული მშენებელი კომპანიები კონკურსის წესით შეირჩნენ. მათ შორის არიან: მარდი ჰოლდინგი, ლისი დეველოპმენტი, ეკო ბინა, დომუსი, კუბიკონი, გეომეფი, მეტი დეველოპმენტი, SES, ჰორეკა მენეჯმენტ გრუპი.
"გერმანია არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკა წინ მიიწევს სწორედ ენერგომოხმარების შემცირების ხარჯზე. გერმანელები ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. თუ გვაქვს სურვილი ევრო კავშირში გაერთიანების, უკვე უნდა დავიწყოთ მისი მოთხოვნების გათვალისწინება მშენებლობის მინართულებით. კარგი იქნება თუ ყველა მშენებელი ნაკლებ ფინანსურ სარგებელზე იფიქრებს და ენერგო-ეფეტქურ ნაგებობებს ააშენებს, რითიც მეტ კომფორტს შეუქმნის მომხმარებელს და ახლო მომავალში ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს ქვეყანას", აცხადებს „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ნათია სირაბიძე.