2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები 49%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის აეროპორტების, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 1 მლნ 609 ათას 183 მგზავრმა ისარგებლა. 2016 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის აეროპორტების სერვისი 1 მლნ 82 ათას 828 მგზავრმა მიიღო, შესაბამისად ზრდამ 48,61%-ი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებმა 80,31%-ით მეტი მგზავრი მიიღეს ვიდრე 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში.