ქვეყნის სხვა მთავარი აეროპორტების მსგავსად მგზავრების სიმრავლეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წლის ექვს თვეში აეროპორტი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 184 ათას 840 მგზავრს მოემსახურა, ანუ მიდინარე წელს მგზავრთა ნაკადის ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93,69%-ი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტმა 95 ათას 430 მგზავრი მიიღო, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 78 ათას 859 მგზავრი.
შესაბამისად 2017 წლის პირველ ნახევარში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 134%-ითაა გაზრდილი.