ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი იზრდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტის მომსახურებით სულ 133 ათას 418 მგზავრმა ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრთა ნაკადი 43,95%-ითაა გაზრდილი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 92 ათას 682 მგზავრმა ისარგებლა.
2017 წლის 6 თვის მაჩვენებლებით, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 111,82%-ითაა მომატებული.