შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მიზეზი უმრავლესობის წევრის, ენძელა მაჭავარიანის განცხადება გახდა, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ინვალიდები უწოდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ენძელა მაჭავარიანთან შეხვედრას და მისთვის იმის განმარტებას ითხოვენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ინვალიდები არ არიან.
აქციის მონაწილეები ენძელა მაჭავარიანს მოუწოდებენ, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მზრუნველის პენსიას ეხება. ამას გარდა, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეურაცხყოფისთვის სანქციები დაწესდეს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი