კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ კვლევა-ანალიზზე დაყრდნობით განსაზღვრა, რამდენი თეთრის მოგება უნდა დარჩეს მობილურ ოპერატორებს საქველმოქმედო ზარებიდან. ამ თემაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ფიზიკურმა პირებმა არაერთხელ მიმართეს, რის საფუძველზეც, უწყება აპირებს, ბაზრის ეს სეგმენტი შეისწავლოს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შემოდგომაზე გაირკვევა, რეალურად, რამდენია საქველმოქმედო ზარის განხორციელების საფასური და რამდენს იტოვებენ მობილური ოპერატორები.
საქველმოქმედო ზარიდან, რომლის ღირებულებაც 1 ლარია, მობილური ოპერატორი სახელმწიფო გადასახადს (20 თეთრამდე) იხდის. დარჩენილი თანხის ნაწილს კომპანია თავად იტოვებს, ნაწილს კი ბენეფიციარს ურიცხავს.
როგორც ირკვევა, ყოველი საქველმოქმედო ზარიდან ბენეფიციარი „ბილაინიდან“ 75 თეთრს, „ჯეოსელიდან“ 54 თეთრს, „მაგთიდან“ კი, 60 თეთრს იღებს.