ხვალ, 12 ივლისს, ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“, ახალი ბრენდის „ზედაზენი კრაფტი“ - ის პრეზენტაციას გამართავს.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ წარმოების პროცესს და დააგემოვნონ პირველი ბოთლში ჩამოსხმული კრაფტ ლუდი.
„ზედაზენი კრაფტი“ გაყიდვაში ხვალიდან ჩაეშვება და დახლებზე 0,33 ლ, 0,5 ლ 1,0 ლ, 2.0 ლ და 2,5 ლიტრიანი შეფუთვით იქნება წარმოდგენილი.
