ევროპის სასამართლომ ავიაკომპანიებს ჯავშნის გაუქმებისას, ან რეისზე არ გამოცხადებისთვის მგზავრებისგან დამატებითი გადასახადის აკრეფა აკრძალა.
აღნიშნული ევროპის სასამართლომ 7 ივლისის გადაწყვეტილებით დაადგინა.
საკითხის სასამართლო გარჩევის მიზეზი გერმანიის მოსამართლეების მიმართვა გახდა, რომლებმაც უმაღლეს ინსტანციას სთხოვეს გაერკვეულიყვნენ ავიაგადამზიდავ Air Berlin-ის თანხების უკან დაბრუნების პოლიტიკაში.
არადა ავიაკომპანიის მომსახურების პირობები მოიცავს სადავო პუნქტს, რომლის თანახმად, მგზავრის მიერ დაჯავშნილი ავიაბილეთის ანულირება, ან რეისზე არ გამოცხადება იწვევს მგზავრის დაჯარიმებას 25 ევროს ოდენობით.
გერმანელმა მოსამართლეებმა საკითხი შეისწავლეს და მგზავრის უფლებების დაცვა გადაწყვიტეს.
შესაბამისად ევროპის სასამართლომ ავიაკომპანიებს ჯავშნის გაუქმებისას, ან რეისზე არ გამოცხადებისთვის მგზავრებისგან დამატებითი გადასახადის აკრეფა აკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ავიაკომპანიებს აეკრძალათ დამატებითი გადასახადების „დამალვა“ ავიაბილეთის საერთო ღირებულებაში.