ევროპულმა „ლოუკოსტერმა“ Ryanair-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინის ბაზარზე აღარ შედის.
„სამწუხაროდ კიევის აეროპორტმა გადაწყვიტა მაღალტარიფიანი ავიაკომპანიები დაეცვა (მათ შორის „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“) და უკრაინელ მგზავრებს და სტუმრებს ევროპულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის სერვისის მიღების შესაძლებლობა არ მისცა“, აღნიშნულია Ryanair-ის განცხადებაში.
ავიაკომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „კიევის აეროპორტმა აჩვენა, რომ უკრაინა ჯერ ისევ არაა მომწიფებული და საიმედო ადგილი ბიზნესის საკეთებლად“.
Ryanair-ი აცხადებს, რომ პროექტის ჩაშლით კიევის აეროპორტმა, მხოლოდ ერთ წელიწადში, მინიმუმ 500 ათასი მგზავრი და 400 სამუშაო ადგილი დაკარგა.
„ვწუხვართ, რომ ლვოვის აეროპორტიც კიევის აეროპორტის გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა“, განაცხადა Ryanair -ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიანმა.
Ryanair-მა ასევე ბოდიში მოუხადა თავის კლიენტებს, რომელთაც უკრაინის მიმართულებით ბილეთები უკვე დაჯავშნილი ან შეძენილი ქონდათ. ავიაკომპანია მათ email-ით დაუკავშირდება და ბილეთის საფასურს დაუბრუნებს.