უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი შიშობს, რომ უკვე დღეს ევროპის წამყვანი „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით ფრენების დაწყებაზე უარს იტყვის. რაც თავის მხრივ ბორისპოლის აეროპორტის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს უკავშირდება.
„მივფრინავ „სახელმწიფო“ ბორისპოლიდან ბუქარესტში უკრაინულ-რუმინუმი მოლაპარაკებებისათვის. სავარაუდოდ დღეს Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით ფრენების დაწყებაზე უარს იტყვის. რაც გვინდოდა - ის მივიღეთ. შეგვიძლია გავხსნას კიდევ ერთი ოფისი ინვესტიციების მხარდფაჭერისათვის“ დაწერა მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მინისტრმა ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არ იყვნენ მოწადინებულნი, რომ Ryanair-ი უკრაინაში შესულიყო.
მინისტრმა დასძინა ისიც, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებებისას ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობა ხშირად დროებით შესვენებას იღებდა და გარკვეულ საკითხებს მესამე პირებს უთანხმებდა.
„არც მინდა გავიხსენო თუ რამდენი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აეროპორტს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და Ryanair-ს შორის..... როგორ გარბოდა მოლაპარაკებებიდან აეროპორტის ხელმძღვანელი სიტყვებით: „მე უნდა დავურეკო ეროვნული ავიაგადამზიდავის ხელმძღვანელობას“, იხსენებს ომელიანი.