საქართველოსა და ქუვეითს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ავიაკომპანიის პირველი რეისით Kuwait Wataniya Airways-ის დამფუძნებელი და მფლობელი რაკან ელ ტავაიჯრი. 70 კაციანი დელეგაცია ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად შედგება ავიაკომპანიისა და სხვა მსხვილი ბიზნესის მმართველები.
Kuwait Wataniya Airways-ი რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ა.წ. 30 ივნისს გასცა.
საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა.