საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+4.01% წინა კვირასთან შედარებით და +6.02% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 79 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.65 – 3.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 117 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.06% შეადგინა.